„ბეშიქთაში“ ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

27 ნოე 2026, 12:20

5
გაზიარება:

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში“ ეხმაურება. კლუბის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამართალდამცავმა ძალებმა მათი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

განცხადება გაავრცელა თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმაც.

„გვერდში ვუდგავართ „ბეშიქთაშს“. მტკიცედ ვგმობ ამ საღამოს საქართველოში ჩვენი „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ არაპროპორციულ ჩარევას“, – ნათქვამია ოსმან აშქინ ბაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.