უეფა ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

27 ნოე 2026, 12:15

6
გაზიარება:

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (UEFA) ბათუმში, ევროპალიგაზე თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

UEFA განმარტავს, რომ შეხვედრის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღო, რომელმაც გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ის არ ყოფილა მატჩის ორგანიზატორი და, შესაბამისად, სტადიონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. სამართალდამცველთა ჩარევასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ადგილობრივმა უფლებამოსილმა ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღეს და განახორციელეს.

UEFA-ს ინფორმაციით, ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ცნობების საწინააღმდეგოდ, ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველები თურქული კლუბის გულშემატკივართა სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების აღსაკვეთად ჩაერივნენ.

სწორედ აღნიშნული ინციდენტის გამო შეხვედრა დროებით შეწყდა.