მარიამ ლაშხი და ირმა ზავრადაშვილი თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

27 ნოე 2026, 11:55

5
გაზიარება:

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირმა ზავრადაშვილი თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

პარლამენტის წევრებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საკლასო ოთახები, STEM აუდიტორია და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სასულიერო პირები.

ღონისძიება სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრების, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.