27 ნოე 2026, 11:56
6საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ კონფერენს ლიგაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ლევან კორღალიძის გუნდმა მეოთხე ტურში ესპანურ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და ლა ლიგის გუნდის დამარცხება შეძლო! მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველი ტაიმის შუაში გიორგი ქობულაძემ გაიტანა.
ესპანელები თითქმის მთელი ტაიმი ფლობდნენ ბურთს და „იბერია“ მეორე ნომრად თამაშობდა, მაგრამ სტუმრები მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სამაგიეროდ, 25-ე წუთზე საქართველოს ჩემპიონი დაწინაურდა.
„იბერიამ“ ამ გამარჯვებით 4 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის 23-ე ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.