ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უნებართვო რეკლამის განთავსებასა და არასათანადო რეკლამის გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგს აგრძელებს

27 ნოე 2026, 11:47

16
გაზიარება:

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უნებართვო რეკლამის განთავსებასა და არასათანადო რეკლამის გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგს აგრძელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება, ეტაპობრივად ბათუმის მასშტაბით, ყველა ლოკაციაზე მოხდება და უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერების დემონტაჟი განხორციელდება.

აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.

არასათანადო რეკლამის წარმოება-გავრცელებისთვის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტზე ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3000 ლარით ჯარიმდება. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორების ფაქტზე კი იგივე ობიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.