ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა

26 ნოე 2026, 20:58

30
გაზიარება:

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ტბელ აბუსერისძე“ პრემიერა გაიმართა.

ფილმი გამოჩენილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და საეკლესიო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. გადაღებები ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, ხიხაძირის ხეობასა და ხიხანის ციხეზე მიმდინარეობდა.

ფილმი აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის სახით განხორციელდა.