აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

26 ნოე 2026, 18:15

8
გაზიარება:
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.
შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
 
ყურადღება გამახვილდა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
 
საუბარი შეეხო აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ სააგენტოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას; ყურადღება დაეთმო ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების შესაძლებლობებს, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისას ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. ასევე განიხილეს კულტურულ დაწესებულებებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.