26 ნოე 2026, 17:44
8საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის პრეზიდენტს, ჭანგ თაოს შეხვდა.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის საინვესტიციო შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი სწრაფად მზარდია, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. აღინიშნა, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.