26 ნოე 2026, 17:42
10ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულდა. საჯარო განხილვები 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები. ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 614 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.