პაპუაშვილი რეზოლუციაზე: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება​

26 ნოე 2026, 16:31

12
გაზიარება:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი.

დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.