26 ნოე 2026, 15:38
9საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაზა კვიციანი, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა.
შეხვედრა გაიმართა მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორთან, სადაც მხარეებმა ძეგლზე ჩასატარებელი ფართომასშტაბიანი მულტიდისციპლინური კვლევების საჭიროების საკითხები განიხილეს, მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც კომპლექსის მართვასა და მოვლა-პატრონობას უკავშირდება.
სააგენტოს ხელმძღვანელობამ კომპლექსის ტერიტორია დაათვალიერა და ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.