შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

26 ნოე 2026, 12:46

5
გაზიარება:

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ანსამბლ „არსიანის“ 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურა. ბათუმის დრამატულ თეატრში დასკვნითი კონცერტი სახელწოდებით "ოთხი თაობა სცენაზე“ გაიმართა.

საიუბილეო საღამოზე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები წარდგნენ და მაყურებელს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პროგრამა შესთავაზეს. 

ფესტივალის მეთოთხმეტე სეზონის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კლასიკური მუსიკის კონცერტები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასები ჩატარდა. 

ფესტივალი იუნესკოს  პატრონაჟით, მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირას“ ორგანიზებით გაიმართა.