იაპონია ტრამპის ახალ სატარიფო ზომებს გამოეხმაურა და 14 მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან მიმართებით ტარიფების ახალი რაუნდის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა

26 ნოე 2026, 12:44

4
გაზიარება:

იაპონიის მთავრობამ სამწუხარო უწოდა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას 14 მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან მიმართებით ტარიფების ახალი რაუნდის დაწესების შესახებ.

ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის გენერალურმა მდივანმა, მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ იაპონიამ აშშ-ს უკვე აცნობა თავისი უკმაყოფილება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.

მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი გავლენას მოახდენს აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე, მათ შორის ჩინეთზე, იაპონიასა და ევროკავშირზე. ახალი საბაჟო გადასახადების დაწესებისას გათვალისწინებული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმებები. 

ახალი ტარიფები არ დაემატება უკვე არსებულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის სავაჭრო პარტნიორი მრავალი ქვეყნისთვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, არც დაფიქსირდეს.