26 ნოე 2026, 12:41
2ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭესთან ასობით ქალი შეიკრიბა გაეროს „ნარინჯისფერი დღის“, ანუ „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად. პროტესტი გაიმართა მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა კვლავ განაახლეს მოწოდებები მსხვერპლთა უფრო დიდი მხარდაჭერისა და გერმანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მკაცრი ზომების შესახებ. ამ დღესთან დაკავშირებით ქალთა მსვლელობა მოეწყო ბოლივიის ქალაქ ელ-ალტოშიც.
ადგილობრივ მკვიდრ ქალებს თემის ლიდერები, სტუდენტები და აქტივისტები შეუერთდნენ. მონაწილეები სამართლიანობასა და გენდერულ ნიადაგზე ძალადობის დასრულებას ითხოვდნენ.
ბოლივიის პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ფემიციდის 75 შემთხვევაა აღრიცხული. ფემიციდისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოითხოვეს მეხიკოშიც.
მსვლელობას ხელმძღვანელობდნენ ფემიციდისა და გაუჩინარების მსხვერპლთა ნათესავები, გენდერული ძალადობის მსხვერპლებთან ერთად. ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება და მსხვერპლთათვის სამართლიანობა მოითხოვეს არგენტინაში, ჩილესა და კოლუმბიაშიც.