კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამდე შედეგზე საუბარი ნაადრევია

26 ნოე 2026, 12:40

3
გაზიარება:

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, მისი თქმით, შეთანხმების მიღწევამდე შედეგზე საუბარი ნაადრევია.

კუშნერი აფასებს ვლადიმირ პუტინის მზადყოფნას მშვიდობისთვის და უარყოფს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე შეთანხმების მისაღწევად ზეწოლას ახდენს. განცხადებები მან ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს" მფლობელი კომპანია აქსელ შპრინგერის  აღმასრულებელ დირექტორთან, მათიას დოპფნერთან, პოდკასტ ემ-დი-მითში გააკეთა. 

კუშნერმა უკრაინის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეზე ისაუბრა და მას უწოდა "პროქსი ომი, სადაც ევროპა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აფინანსებს და აიარაღებს“. 

კუშნერმა აღიარა, რომ მთავარ დაბრკოლებად კვლავ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების საკითხი რჩება, რომლებზეც პრეტენზიას მოსკოვი აცხადებს. კუშნერმა ევროპელები ფარისევლობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, ისინი კვლავ უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ რუსულ ენერგორესურსებზე. 

ამ კონფლიქტის განმავლობაში ევროპამ რუსეთისგან 250 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების წიაღისეული საწვავი შეიძინა.  "ვფიქრობ, ევროპამ ამ ომის განმავლობაში რუსეთს რეალურად იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას მისცა“ - განაცხადა მან.