26 ნოე 2026, 12:50
3პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, გრძელდება იმ 13 მაღაროელის ძებნა, რომლებიც ინდონეზიის დასავლეთ იავის პროვინციაში მდებარე უკანონო ოქროს მაღაროში, მიწისქვეშ ჩარჩნენ. ინციდენტის შედეგად, დადასტურებულია 13 მაღაროელის გარდაცვალება.
დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით, ბოგორის რეგიონში, მაღაროში 26 მუშა შევიდა. ძლიერი წვიმის შედეგად შახტი დაიტბორა, რის გამოც მუშები მიწისქვეშ, 100 მეტრის სიღრმეზე ჩარჩნენ. დაღუპულთაგან 6-ის ვინაობა უკვე დადგენილია.
ოფიციალური პირების განცხადებით, მაღაროში შესვლას ართულებს შახტის ვიწრო, სრიალა და ბნელი გარემო.
ინდონეზიაში მცირე მასშტაბის უკანონო სამთო-მოპოვებითი საქმიანობა არაერთ უბედურ შემთხვევას იწვევს. ქვეყანაში მინერალური რესურსები ხშირად ისეთ მიუვალ ადგილებშია განლაგებული, სადაც სახელმწიფო ორგანოებს მათი გაკონტროლება უჭირთ.