26 ნოე 2026, 12:37
13ეგვიპტეში, ერთ-ერთ მთავარ წრიულ მაგისტრალზე ნავთობპროდუქტების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაბრუნებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა 21 კი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მთლიანად დაიწვა 27 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის მსუბუქი ავტომობილები და მოტოციკლები.
ამჟამად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობისა და მიყენებული ზარალის დადგენა მიმდინარეობს. სააგენტო Reuters-ის მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს სახანძრო მანქანები, დამწვარი ავტომობილები, მიკროავტობუსები და მოტოციკლები, ასევე გზაზე მიმოფანტული ნამსხვრევები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები. ეს წრიული მაგისტრალი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს კაიროს, გიზასა და კალიუბიას.
ეგვიპტეში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირია, რაც მეტწილად განპირობებულია გზების ცუდი მდგომარეობით.
სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2025 წელს 5829 ადამიანი შეადგინა.