26 ნოე 2026, 12:34
3უფასო სამედიცინო სკრინინგი ფოთსა და სამტრედიაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის - აქციაში თბილისის სამედიცინო დაწესებულებებიდან მოწვეულმა 9 ექიმ-სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა.
სამედიცინო პერსონალმა დევნილ მოსახლეობას უფასო კონსულტაციები, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარა. ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ბენეფიციარებს მედიკამენტები გადაეცათ.
გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.