26 ნოე 2026, 12:25
3ლევილის ისტორიულ ქართულ მამულში ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება "აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“ გაიმართა.
საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების, მათ შორის, სორბონისა და სიანს პოს სტუდენტები გაეცნენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, ასევე, ქართული დამწერლობის უნიკალურობას, 8 000 წლიანი მეღვინეობის ტრადიციასა და გასტრონომიას. შეხვედრის ნაწილი სტუდენტების მიერ მომზადებულ თემატურ პრეზენტაციებს დაეთმო.
ახალგაზრდებმა ქართული არქიტექტურის, ეროვნული სამოსის, ქართული დამწერლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ქალი დეპუტატების შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ლევილს ქართველთა მამულის ბიბლიოთეკა და მამულის ტერიტორიაზე მდებარე ოდა დაათვალიერეს.