26 ნოე 2026, 12:16
5ერევანი მე-7 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ.
ღონისძიების მონაწილეები თემატური სესიების ფარგლებში იმსჯელებენ იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრული ტრანსფორმაციისა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების საკითხებზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლებრივი ფორუმის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის იუსტიციის სისტემის განვითარების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.