26 ნოე 2026, 12:05
8ერთ საათში, გარდაბნის კულტურის ცენტრში, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო განხილვის ფარგლებში წარადგენენ ტერიტორიის განვითარების ხედვას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
ამ შეხვედრის მთავარ მიზნად დაინტერესებული პირებისთვის დოკუმენტაციის გაცნობას, ინფორმაციის მიწოდებას და რეკომენდაციების მოსმენას ასახელებენ.
განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ტექნიკური დავალების შესაბამისად ამუშავებს.