დუდა სანაძე: მზად ვართ, საბერძნეთში ისტორიული გამარჯვება მოვიპოვოთ

26 ნოე 2026, 10:58

9
გაზიარება:

დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეცხრე შეხვედრას გამართავს – „ჯვაროსნები“ ათენში, საბერძნეთს თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მატჩის წინ ნაკრების გამოცდილმა უკანახაზელმა, დუდა სანაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რთული თამაში გველის. საბერძნეთიც და ჩვენც მატჩს დიდი დანაკლისით ვხვდებით, არ გვყავს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თამაში ათენში იმართება, ბერძენი გულშემატკივრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილები არიან. თუმცა ფიზიკურადაც მზად ვართ, ტაქტიკურადაც და შეთამაშებაც არ გვაკლია.

ასევე მზად ვართ, მწვრთნელის დავალებები 100 პროცენტით შევასრულოთ და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვოთ. ბევრი იქნება დამოკიდებული როგორ დავიწყებთ თამაშს, როგორი მონდომებითა და ენერგიით გავალთ მოედანზე. მატჩი ქულა-ქულაში რომ წავიდეს, ფინიშისკენ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება“.