ცოტნე ანანიძე: საინტერესო პროცესია ოპოზიციისთვის, რაც კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს ღირებულებით და იდეოლოგიურ გაუკუღმართებას

26 ნოე 2026, 10:31

0
გაზიარება:

„ძალიან საინტერესო პროცესია ეს ოპოზიციისთვის და კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს ღირებულებით და იდეოლოგიურ გაუკუღმართებას. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მქონდა საუბარი“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგობასთან დაკავშირებით შეწყალების შემდეგ შეწყალებულ პირებთან მიმართებით ოპოზიციის მხრიდან გარკვეული ტიპის განცხადებები გაკეთდა.

„ყველა ის ადამიანი თავის დროზე ოპოზიციას სისტემურად, ერთიანად ჰყავდა შერაცხული სინდისის პატიმარად.  როგორც კი მათ აღიარეს დანაშაული, ანუ ფაქტობრივი გარემოება, რაზეც კადრებიც კი მიუთითებდა, (ხაზგასმით ვამბობ - ფაქტობრივ გარემოებას) უმალვე, ისინი უსინდისო პატიმრებად შერაცხეს.

ეს მოცემულობა -  როდესაც გუშინ ამ ადამიანზე ამბობდი, რომ ჩემი ქვეყნის გმირია და დღეს კი იძახი, რომ მისი ადგილი საჯარო და საზოგადოებრივ სივრცეში საერთოდ  არ არის,  თანაც ასეთ დისკრიმინაციულ და მწვავე განცხადებებს აკეთებ, ადამიანის უფლებების ყველანაირ სტანდარტის გვერდის ავლით, აჩვენებს, რომ უკვე ყოველგვარ აზრსა და ორიენტირს ხარ აცდენილი“ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

​