26 ნოე 2026, 13:09
9ჩვენც, როცა ვსაუბრობდით ამერიკაში არჩევნებამდე, რომ ეს ფონდები არის გარე ძალების ინტერესი, რომ სხვადასხვა გზით, მათ შორის რევოლუციური გზით შეიცვალოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება, ხალხის საწინააღმდეგო ხელისუფლების შექმნისთვის არსებული ფონდები. ამაზე როცა ვსაუბრობდით, ამაზე ბოდვას ეძახდნენ ჩვენი ოპონენტები, ბოდვას, რაღაც წარმოუდგენელ ბოდვას - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„თუმცა ვნახეთ, რომ ახალი ადმინისტრაცია, როგორც კი უფლებამოსილების შეუდგა, ერთ-ერთი პირველი აუდიტი თუ რევიზია, რაც გაკეთდა ამ ფონდებთან მიმართებით, სწორედ მიზანი ეს იყო, რომ ამერიკელი ხალხის თანხები იხარჯება სხვა ქვეყნებში ფერადი რევოლუციების მოწყობისთვის. სწორედ, ეს გახდა ამერიკის სახელმწიფოს მხრიდან ამ ფონდების დახურვის საფუძველი“,- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
ანანიძის თქმით, ფონდებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები გამართლდა, თუმცა ოპოზიციას ამის აღიარება უჭირს.
„ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. ამას ბოდვას ეძახდნენ და ახლა რომელი ბოდავდა, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ზედაპირზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის აღიარების უნარი ოპოზიციას არ აქვს. შესაბამისად, ამდენი ინტელექტუალური თუ იდეოლოგიური დამარცხების შემდეგ ხდება ის, რაც დღეს ვიხილეთ, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის სტატუსებში, რომელიც თავისი პოლიტიკური პრაგმატულობით აბსოლუტურ ადეკვატურობას არის აცდენილი. თუმცა ეს იყო პირდაპირი აღიარება იმისა, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით: ადამიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ ქვეყანაში ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებს ასრულებდა და ეს ქვეყანა და ხალხი მისთვის იყო პოლიტიკური პოლიგონი და მეტი არაფერი“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.