საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

26 ნოე 2026, 09:21

11
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას სტუმრად, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ხუთი გამარჯვებით მეორე ადგილზეა, საბერძნეთს კი ოთხი მოგება აქვს. ქართველი კალათბურთელები შეხვედრას სრული შემადგენლობით ჩაატარებენ. გუნდს თორნიკე შენგელია შეუერთდება.

ნოემბრის მატჩების შედეგებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე პირველად 2023 წელს ასპარეზობდა და 2027 წელს ფინალურ ეტაპზე მეორედ გასვლას ცდილობს.