რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს

25 ნოე 2026, 22:02

9
გაზიარება:

რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებს აძლიერებს. უკრაინა კი, თავის მხრივ, რუსეთის ნავთობობიექტებს უტევს.

ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან დარწმუნებულია, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.

კრემლი ბრიტანეთის ექსპრემიერის ინიციატივას გმობს. მოსკოვისთვის აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განლაგება.

ნატოს გენერალური მდივანი უახლოეს საათებში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება.

მარკ რუტე დონალდ ტრამპს უკრაინაში რუსეთის არმიის მძიმე დანაკარგებისა და კონფლიქტის ევროპის სხვა ნაწილებზე გავრცელების რისკებს განიხილავს.