25 ნოე 2026, 21:59
8"მიწიდან ცამდე" - აჭარის მუზეუმში თიკო ჟღენტის პერსონალური გამოფენა გაიმართა. მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის მრავალფეროვანი სიუჟეტური კომპოზიციები, პორტრეტები და ნატურმორტები. თიკო ჟღენტი მხატვარი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია, ორი პერსონალური გამოფენის ავტორი და არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე.
ხელოვანის ნამუშევრები სხვადასხვა საგამოფენო პროექტში, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებზეც იყო წარდგენილი.
გამოფენა აჭარის მუზეუმში 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.