საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" გრძელდება

25 ნოე 2026, 21:56

6
გაზიარება:

საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი - "პირველი ავტოგრაფი" გრძელდება. ფესტივალი  მეხუთე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ვინაიდან 22 ნოემბერს, ქვეყანაში გლოვის დღე იყო, საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ამ დღეს გაუქმდა, დღეს გაიმართა. 

ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ოფიციალური მიღება და გახსნის ცერემონია გამართა. ნაჩვენები იყო განვლილი ფესტივალების შესახებ ვიდეო კოლაჟი, მაყურებელს მიესალმა ფესტივალის დამფუძნებელი. 

აღსანიშნავია, რომ ჯამში ფესტივალში სხვადასხვა სკოლის 2000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც გასულ წელს, სასკოლო თეატრალურ დასებს წარმოდგენილი აქვთ, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სპექტაკლები.

ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, მაყურებელმა ნახა სპექტაკლი  "LOVE is…", რომლის რეჟისორიც სალომე ჯიჯავაძეა. სპექტაკლი არასაკონკურსო სექციაშია.

ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი", რომლის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია "არტ პორტალია" - 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.