25 ნოე 2026, 20:35
40საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ80-კმ118 (ხულო-უტყისუბანი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და მუშაობს დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა.
იმ შემთხვევაში, თუ გზის ამ მონაკვეთზე მოქალაქეები გადაადგილებისას შეფერხდებიან ან დახმარება დასჭირდებათ, მათ შესაბამისს დახმარებას აღმოუჩენენ.