25 ნოე 2026, 17:03
2რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ არ არის საჭირო რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების შიში. მე მჯერა, რომ ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც შეესაბამება როგორც ქართველი ხალხის ინტერესებს, ასევე ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა ბელარუსის ქალაქ გომელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა: „არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები, ეს არის აუცილებელი, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში“.