25 ნოე 2026, 14:54
9ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კლინიკის ექიმებს შეხვდა და სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ნინო ნიჟარაძემ მომავალი წლის პრიორიტეტებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ასევე დაათვალიერა ახლად გახსნილი გულის ცენტრი.
მაღალტექნოლოგიური, მულტიდისციპლინური ცენტრი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კარდიოლოგიურ მომსახურებას ერთ სივრცეში სთავაზობს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამას.