ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2027 წელს 109 მილიონ 760 ათას 500 ლარი იქნება

25 ნოე 2026, 14:53

13
გაზიარება:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2027 წელს 109 მილიონ 760 ათას 500 ლარი იქნება.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვის შემდეგ დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერიას უკან დაუბრუნეს. საკრებულოს წევრების შენიშვნები ძირითადად მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

კერძოდ, შენიშვნები ეხებოდა ინფრასტრუქტურის, სოციალური და განათლების მიმართულებებს.

როგორც ცნობილია, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, ასევე დასუფთავება და გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ბიუჯეტის პროექტს კი საკრებულოს 10 დეკემბრამდე გადაუგზავნიან.

ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გელა გოგიტიძემ წარუდგინა. მან საკრებულოს 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიშიც გააცნო.

პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ხარჯვით ნაწილში შესრულების მაჩვენებელი 63 პროცენტია, შემოსულობების ნაწილში კი -101 პროცენტი.