25 ნოე 2026, 14:50
11აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სტუდენტური სპორტული ფესტივალის „უნიგამის“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე.
"აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ირმა ნიჟარაძესთან ერთად, სტუდენტური სპორტული ფესტივალის - „უნიგამის“ დახურვის საზეიმო ცერემონიას დავესწარი.
ხუთდღიანი ფესტივალი აჭარაში პირველად ჩატარდა. მასში 4 უნივერსიტეტისა და 3 პროფესიული კოლეჯის სტუდენტთა 7 გუნდი ინტელექტუალურ და სპორტულ თამაშებში ასპარეზობდა.
ფესტივალი „უნიგამი“ აერთიანებს როგორც სპორტულ, ისე ინტელექტუალურ ნაწილს, ამავდრულად ის სოციალური ურთიერთობების შესაძლებლობაა. სპორტი, ზოგადად, აერთიანებს მეგობრობის, გუნდურობის, დისციპლინის, გამარჯვების, ზოგჯერ, დამარცხების უნარებს. ამ ფესტივალის სახით კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდული ტრადიცია დამკვიდრდება ჩვენს რეგიონში. ფესტივალის სპეციალური ჯილდო, ასპარეზობის გამარჯვებულს - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდს გადავეცი.
სტუდენტური სპორტული ფესტივალი აჭარის მთავრობის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
საზეიმო ცერემონიას ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - ივანე მაისურაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ქობულეთის მერიის, ფესტივალში მონაწილე სასწავლებლებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- წერს ცოტნე ანანიძე.