25 ნოე 2026, 12:06
4აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი გაიტანა.
მისმა გუნდმა, „ალ-ნასრმა“, კატარულ „ალ-სადს“ ანგარიშით 2:1 სძლია. რონალდუმ ანგარიში მე-13 წუთზე, პენალტის ნიშნულიდან გახსნა და კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობა 987-მდე გაზარდა.
ამრიგად, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 1000-გოლიან ნიშნულამდე მხოლოდ 13 გოლი აშორებს. „ალ-ნასრი“ დასავლეთის ზონაში 9 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
მომდევნო ტურში, 8 დეკემბერს, „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-გარაფას“ დაუპირისპირდება.