25 ნოე 2026, 12:05
5საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ რჩეულთა შორის „გრენობლის“ მოთამაშე გიორგი პერტაია და „ორიაკის“ მორაგბეები - ირაკლი მჭედლიძე და ბასა ხონელიძე დაასახელა.
განსაკუთრებით წარმატებული ტური გამოდგა „ორიაკის“ ქართველი მორაგბეებისთვის. მათმა გუნდმა, „ორიაკმა“, საკუთარ მოედანზე „კოლომიე“ ანგარიშით 43:19 დაამარცხა.
მჭედლიძემ ლელოების დუბლი შეასრულა, ხონელიძემ კი ერთი ლელო გაიტანა. PRO D2-ის მე-12 ტურის შეხვედრები კი 27 და 28 ნოემბერს გაიმართება.
27 ნოემბერს ირაკლი მჭედლიძისა და ბასა ხონელიძის „ორიაკი“ სტუმრად „ვალანს რომანსს“ შეხვდება , ხოლო გიორგი პერტაიას „გრენობლი“ ამავე დღეს სტუმრად „ნარბონს“ დაუპირისპირდება.