25 ნოე 2026
უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტმა ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. პლანეტის პირველობაზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობებს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტის მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები დააჯილდოვა.
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლები ლუკა ომანაძემ (-66 კგ), თორნიკე გიგაურმა (-66 კგ) და ირაკლი ქავთარაშვილმა (-90 კგ) მოიპოვეს.