კონკურსის „შენი იდეა ტყისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

25 ნოე 2026

კონკურსის „შენი იდეა ტყისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი დასავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართა და მისი მიზანი ტყის დაცვასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა.

10 საუკეთესო იდეის ავტორი კურატორ მასწავლებლებთან ერთად 4 დღის განმავლობაში ბათუმში სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა. ისინი დაესწრნენ ლექცია-სემინარებს ტყის მდგრადი მართვისა და ალტერნატიული საწვავის შესახებ.

დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს.

პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის, ასევე საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.