№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულო გაიხსნა

25 ნოე 2026

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულო გაიხსნა. კულინარიას ყოველწლიურად ორმოცი ქალი მსჯავრდებული შეისწავლის.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ პროგრამებს. კურსის დასრულების შემდეგ მათ ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.

კულინარიული სივრცე „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო.

სივრცე ტექნიკა-დანადგარებითა და შესაბამისი ინვენტარით თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისმა უზრუნველყო.

სწავლებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოლეჯი „მოდუსი“ წარმართავს.