ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა

25 ნოე 2026, 11:54

0
გაზიარება:

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ინვენტარიზაცია ჯამში 45 ათას 727 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა, რის საფუძველზეც შემუშავდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სანიტარიულ ჭრებს, ტყის აღდგენის ღონისძიებებსა და სატყეო გზების მოწყობას.

წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარდა.