25 ნოე 2026
აშშ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ ბიზნესგარიგებებს აღარ სთავაზობს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთს სხვადასხვა სახის ბიზნესგარიგებებს სთავაზობდნენ.
წყაროების თქმით, თავდაპირველად, რუსეთი ენერგეტიკისა და ავიაციის სფეროებში გარიგებების მიმართ ინტერესს იჩენდა, თუმცა ბოლო დროს კრემლის მხრიდან ეს ინტერესი გაქრა.
ოფიციალური პირების განცხადებით, კრემლი ახლა მოლაპარაკებებში აქცენტს ტერიტორიულ საკითხებზე აკეთებს, კერძოდ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობას ითხოვს.
გამოცემის წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ევროპელებს აცნობეს, რომ რუსეთთან ბიზნესგარიგებები მოლაპარაკებების საკვანძო ნაწილს აღარ წარმოადგენს.