25 ნოე 2026
მამაკაცი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშბაძემ დაადასტურა.
31 წლის მამაკაცი კლინიკაში აფეთქების დღეს, 19 ნოემბერს 87-პროცენტიანი დამწრობით შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.