თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ჯარისკაცი დაიღუპა

25 ნოე 2026, 11:20

4
გაზიარება:

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah ავრცელებს. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სამშაბათს საღამოს, ესქიშეჰირის პროვინციაში ჩამოვარდა.

ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.

სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.ვ