პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმენენ

25 ნოე 2026

დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, თამაზ ბორაშვილს მოუსმენს, რომელიც დეპუტატებს სუს-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

პლენარულ სხდომამდე ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განიხილება. დოკუმენტში ასახულია გასული წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი უსაფრთხოების გამოწვევები.