24 ნოე 2026
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას 2027 წელს, სულ მცირე, 115 მილიარდი ევრო სჭირდება.
„უკრაინას მომავალი წლისთვის, გასაძლებად, სულ მცირე, 115 მილიარდი ევრო სჭირდება. 45 მილიარდი გვქონდა ევროკავშირის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 45 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლახან დამატებითი 45 მილიარდი ევროს გამოყოფაზეც შეთანხმდნენ, რაც მომავალი წლისთვის უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას 90 მილიარდ ევრომდე გაზრდის.
„ევროკომისიამ უკვე წარადგინა გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს ეს თანხები. ახლა ვმუშაობთ, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ამ გეგმას. კიდევ 25 მილიარდი ევროს მოძიებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას შევასრულებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს უკრაინა კვლავ ახერხებს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ფინანსური საყრდენის უზრუნველყოფას.