ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის - "ყველაფრიზმი: მარადიულნი" ჩვენება გაიმართა

24 ნოე 2026

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის "ყველაფრიზმი: მარადიულნი“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი ქართული ავანგარდის გამორჩეული წარმომადგენლის, ილია ზდანევიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ასახავს და მაყურებელს მე-XX საუკუნის კულტურული და სახელოვნებო პროცესების ისტორიას აცნობს.

დოკუმენტურ ნამუშევარში მოთხრობილია, ილია ზდანევიჩის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, ნიკო ფიროსმანის აღმოჩენის ისტორიაზე, ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციებში მის მონაწილეობასა და ევროპულ სახელოვნებო წრეებთან ურთიერთობაზე.

ფილმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის კავშირებს მსოფლიო კულტურის ისეთ გამორჩეულ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან პაბლო პიკასო და კოკო შანელი.

კინოჩვენება ფესტივალის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც კლასიკურ მუსიკასთან ერთად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას ემსახურება.