24 ნოე 2026, 21:23
28ბათუმი არენა კიდევ ერთი თანამედროვე საფეხბურთო ტექნოლოგიით აღიჭურვა. სტადიონზე გოლის ავტომატური დაფიქსირების სისტემა დამონტაჟდა.
ახალი ტექნოლოგია მაღალი სიზუსტით ადგენს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი სრულად. გოლის დაფიქსირების შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა მსაჯის სპეციალურ საათს, რაც სადავო ეპიზოდებზე გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს.
პროექტის ფარგლებში სტადიონზე 14 სპეციალური კამერა განთავსდა, მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
გოლის ავტომატური დაფიქსირების სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს მსაჯობის სიზუსტის გაუმჯობესებას, სადავო მომენტების ობიექტურად შეფასებას და ბათუმი არენაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მატჩების ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს ბათუმი არენა უეფას ევროპა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს - თურქული „ბეშიქთაში“ ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ დაუპირისპირდება.“