ჩაქვში სტუდენტური სპორტული ფესტივალი "უნიგამი" დასრულდა

24 ნოე 2026, 20:54

10
გაზიარება:

ჩაქვში სტუდენტური სპორტული ფესტივალი „უნიგამი“ დასრულდა. აჭარაში პირველად გამართულ ღონისძიებაში ხუთი უნივერსიტეტისა და ორი პროფესიული კოლეჯის შვიდი გუნდი მონაწილეობდა.

19-დან 24 ნოემბრის ჩათვლით სტუდენტებმა სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობაში იასპარეზეს. ფესტივალის გამარჯვებული ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც სპეციალური ჯილდო მიიღო.

ფესტივალის ყველა მონაწილე უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯს სამადლობელი სიგელები გადაეცა. დასკვნით ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, განათლებისა და სპორტის მინისტრი  ესწრებოდნენ.

ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის მთავრობისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სტუდენტური სპორტული ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრებაა.