ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ტალღამტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში გადავიდა

24 ნოე 2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ტალღამტეხის მშენებლობა ხმელეთიდან ზღვის აკვატორიაში გადავიდა, შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოები კი დასკვნით ფაზაშია.

სამუშაოები დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

აკვატორიის დაღრმავებისა და ტალღამტეხის მშენებლობის დასრულება 2027 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.