24 ნოე 2026
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიგასა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაიანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა აღმოსავლეთ ლიბიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობა უკრაინის მთავრობამ აიღო. ანტონიო ტაიანიმ უკრაინელ კოლეგასთან საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იტალიის ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთთან კონფლიქტის ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გავრცელება.
იტალიას მიაჩნია, რომ აუცილებელია ლიბიის სუვერენიტეტის პატივისცემა და ქვეყნის სტაბილურობის, ერთიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად მუშაობის გაგრძელება. ტაიანის თქმით, იტალია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას გაერო-ს ძალისხმევის მიმართ.
ტაიანიმ თავის უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა, რომ იტალია გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზაზე.