საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ "პირველი ავტოგრაფის" ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი წარმოადგინეს

24 ნოე 2026, 17:56

28
გაზიარება:

საყმაწვილო და სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ "პირველი ავტოგრაფის" ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც ქართველი გმირის, მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

მოსწავლეებმა სპექტაკლის საშუალებით მაყურებელს მარო მაყაშვილის ისტორია გააცნეს. დადგმის რეჟისორი ტატა ჯიქია იყო, მარო მაყაშვილის როლს კი ანა მახარაძე ასრულებდა.

ჩვენების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაცია "არტ პორტალია".

ორგანიზაციის დირექტორია მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი - პეტრე ჩარგეიშვილი.